„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება არის - კომპანიები, მოგების გადასახადს გადაიხდიან მაშინ, თუ მოხდება მისი დივიდენდად ან სხვა ხარჯად განაწილება", - განაცხადა ფინანასთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრისას.
"ფინანსთა სამინისტრომ აქტიურად იმუშავა იმ მიმართულებით, რომ გამარტივებულიყო დეკლარირების პროცესი და კომპანიებისთვის, რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო ურთიერთობა საგადასახადო სამსახურებთან. მოგეხსენებათ, რომ დღეს ბიზნესი ყველაზე მეტ დროს ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში ხარჯავს, როდესაც მას ურთიერთობა აქვს საგადასახადო სამსახურებთან. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ კარგი და წარმატებული ნაბიჯები გადავდგით. საქართველო მსოფლიოში რეიტინგით მე-9 ქვეყანაა დაბალი გადასახადების კუთხით. ჩვენ, ასევე, გავაუმჯობესეთ რეიტინგი დეკლარირების სიმარტივის მიმართულებით. შემდგომი ნაბიჯი იქნება ავტომატური დეკლარირება, რომელიც ბიზნესს მნიშვნელოვანწილად გაუმარტივებს დეკლარირების პროცესს. შესაბამისად, შეუმცირებს როგორც დროის, ისე ფინანსურ და საოპერაციო დანახარჯებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესს, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეხარჯოს ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.