საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის მთავარი რეფორმები ამბულატორიული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწვდომადობის გაზრდისკენ იქნება მიმართული.
მისივე თქმით, ძირითადი მიმართულებები ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის დანერგვასა და სამედიცინო დახმარების სერვისების ახალი, ინტეგრალური სისტემის დანერგვას ითვალისწინებს.
"სამივე ეს, ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ წარმატებით საყოველთაო ჯანდაცვა და ვიზრუნოთ იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომელზეც დაგვიგროვდა უკვე გამოცდილება", - განაცხადა სერგეენკომ პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებისა და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.