"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, უზენაეს სასამართლოზე თეა წულუკიანის, შალვა თადუმაძის, ოთარ ფარცხალაძისა და ნინო გვენეტაძის მონაწილეობით, ზეწოლა მიმდინარეობს.
როგორც მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სანდო წყაროზე დაყრდნობით ფლობს ინფორმაციას, რომ უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე 30 ნოემბერს უპრეცედენტო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.
"ბ-ნო პრემიერ მინისტრო, მინდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია. ჩვენ სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გვაქვს მიღბული, ერთ-ერთმა დეპუტატმა ამის შესახებ მედიას უკვე ამცნო, მაგრამ შესაძლებელია ამ დარბაზში მსხდომთაგან ეს არავინ ჯერ კიდევ არ იცოდეს.
მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ კონკრეტულად 30 ნოემბერს იქნეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოტანილი თქვენს სასარგებლოდ, თქვენი ხელისუფლების სასარგებლოდ, ივანიშვილის სასარგებლოდ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში არ არსებობს. ჩემდა სამწუხაროდ, ამაში ჩართულია ოთხი ადამიანი, აქედან ორი ადამიანი ამ დარბაზშია წარმოდგენილი - ქ-ნი იუსტიციის მინისტრი და ბ-ნი თადუმაძე, რომელსაც იყენებთ თქვენ კომუნიკაციის დამყარების ძირითად საშუალებად უზენაეს სასამართლოსთან, ბ-ნი ფარცხალაძე და თავად ქ-ნი გვენეტაძე. ბ-ნო პრემიერ მინისტრო, მე მაინტერესებს მართლა თქვენ თუ აცნობიერებთ, რა პროცესების ამოფრქვევას უწყობთ ხელს ამ ქვეყანაში.... მართლა შეიძლება დავიჯეროთ, რომ თქვენ საქმის კურსში არ ხართ, მაგრამ აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში მაშინ, თუ მომდევნო დღეებში ჩვენ დავინახავთ, რომ სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?", - მიმართა მელიამ პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს.
პარლამენტი დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.