"ხელისუფლებას ვერდიქტი დაუსვა ლარმა, ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა - ეს არის მათთვის განაჩენი", - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციის რჩევა ლართან დაკავშირებით არ გაითვალისწინა.
"სამწუხაროდ, მთავრობას არ ესმოდა ეს, არ აკეთებდნენ იმას, რასაც ვურჩევდით. ვეუბნებოდით, რომ ასეთი ბიუჯეტით, ასეთი არარაციონალური ხარჯვით, ასეთი დეფიციტით, იმით, რომ უცხოური დახმარებები არ შემოდის, ვინაიდან მთავრობა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, საბოლოო ჯამში მივიღებდით იმას, რაც მივიღეთ ახლა. ვერდიქტი დაუსვა ლარმა, ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა - ეს არის მათთვის განაჩენი", - განაცხადა გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.