გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში თურქმენ კოლეგასთან, გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა
26-11-2016, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში გაერო-ს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თურქმენ კოლეგასთან, გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

 


გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაერო-ს ეგიდით აშხაბადში ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაზე მონაწილეობის შესაძლებლობისათვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა, ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევის მიღებისა და ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორი ქვეყნების ნაყოფიერ თანამშრომლობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით. მხარეებმა საქართველო-თურქმენეთის პარტნიორობის თვალსაზრისით, მსხვილი რეგიონული და რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ერთობლივად განხორციელების პრიორიტეტულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის“ გზა“ ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.

 


საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, პროექტის Lapis Lazuli მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს პროექტის ფარგლებში თურქმენეთსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო მონაკვეთის ოფიციალურად გახსნა, კიდევ ერთხელ მიულოცა.

 


ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრისას საქართველოს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისაკენ ენერგომატარებლებისა და სხვა სახის ტვირთის სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელოვანი პოტენციალი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირებისათვის, ხელშეწყობის მზადყოფნა დაუდასტურა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტმა, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპს გაუსვა ხაზი; გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა კვლავაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს კასპიის ენერგომატარებლების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების პროექტებისა და ინიციატივების განვითარებაში, და ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. გიორგი მარგველაშვილმა თურქმენ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის.

 


შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ერთობლივი ბიზნესფორუმების ჩატარებას და წარმოების შექმნას, ასევე თურქმენი მეწარმეებისა და ინვესტორების ვიზიტებს, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების შესწავლისათვის.

 


საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-თურქმენეთის კულტურულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ასეთი ურთიერთობები ერების ურთიერთგაგებას, დაახლოებასა და მეგობრობა განსაკუთრებით უწყობს ხელს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი