მელია კვირიკაშვილს: თქვენ რა გინდათ, დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა?
26-11-2016, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბ-ნო გიორგი, თქვენ ძალიან გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ. ეს არის დემოკრატიის არსი, თან აკრიტიკებენ და თან ეკითხებიან. თქვენ რა გინდათ, დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა?", - ასე მიმართა "ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" დეპუტატმა, ნიკა მელიამ პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა მას უთხრა, რომ მისი კითხვის დასმის სტილი "არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება".

 

 

მელიას თქმით, სიტყვა ნომინალური, რომელიც მან პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მისამართით გამოყენა, შეურაცხმყოფელი არ არის.

 

 

"გეთანხმებით, კითხვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ სიტყვა "ნომინალური" გუშინაც გითხარით და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით დეფინიცია, არანაირად არ "არის შეურაცხმყოფელი.... მე მგონი, უხერხულია თქვენგან ამ ყველაფერზე საუბარი, ბატონო გიორგი, როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

„საერთოდ, ბ-ნო ნიკა, მინდა ვთქვა, რომ თქვენი სტილი - ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. ორი დღეა, ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება. თუ ნომიმალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ ეს არის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ", - მიმართა კვირიკაშვილმა მელიას. 

 

 

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ნიკა მელიამ განაცხადა რომ აქვს სანდო წყაროსგან მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უზენაეს სასამართლოზე ზეწოლა მიმდინარეობს. პასუხად კვირიკაშვილმა მას უპასუხა, რომ ეს "აბსოლუტური სიცრუეა".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი