ჩვენ გავაგრძელებთ დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სადაც დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ოკუპაციის პრობლემებიდან გამომდინარე არსებული რისკების ნეიტრალიზება მოხდეს.
"რა თქმა უნდა, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკა რჩევა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად და ამ მიმართულებით გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და პლატფორმას, რა შესაძლებლობაც დღეს არსებობს.
შერიგების პოლიტიკა - ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლისკენაც ვგეგმავთ, უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, აღვადგინოთ ნდობა, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მაქსიმალურად შევეცადოთ, ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების გავლით, შევქმნათ წინაპირობები კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის. ამ მიმართულებით, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გარკვეული ნაბიჯები. ეს ფორმატი ასეთი კონკრეტიკის განხილვას არ ითვალისწინებს და მოხარული ვიქნები, შევქმნათ როგორც საპარლამენტო, ისე - შერეული ფორმატები, რომ ეს ნაბიჯები განვიხილოთ. ერთი რამ ცხადია - სტატუს-კვო, რუტინა, რომელშიც ვიმყოფებით, არ იძლევა საშუალებას, მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღოთ ამ მიმართულებით და გუნდში ვფიქრობთ, რომ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა დავათბოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.