დიმიტრი ქუმსიშვილი: დაწყებულია პროცედურები, რათა მომავალ წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს
26-11-2016, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაწყებულია პროცედურები, რათა მომავალ წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება,

 

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში მოახერხა და წარმატებით დაასრულა ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

 

 

ქუმსიშვილის განცხადებით, დაწყებულია შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები, რათა მომავალ წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს. მათ შორის, ქართული სასურსათო პროდუქცია და აგრომრეწველობის პროდუქტები - ღვინო, სპირტი და აგრეთვე მინერალური წყლები.

 


მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძალიან კარგი ტენდენციებია - 2016 წელს, საქართველო ჩინეთის ბაზარზე ხუთი მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვას ელოდება, საბაჟო მოსაკრებლის (დაახლოებით 42 პროცენტი) გაუქმების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ სპირტიან სასმელებს კარგი კონკურეტული უპირატესობა ექნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი