"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში ჯოჯოხეთი მოიწყო და იხრუკებოდნენ მის ცეცხლში თვითონვე", - აღნიშნული განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
სუბარის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს თავშეკავებულად იქცეოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელმა ქცევამ მე გამახსენა ის რომ იმუქრებოდნენ, რომ ჯოჯოხეთად ვაქცევთ პარლამენტს - აი, მოიწყვეს თავის კუთხეში პატარა ჯოჯოხეთი და იხრუკებოდნენ მის ცეცხლში თვითონვე. დღეს, ეტყობა აღარ მოეწონათ ეს როლი. მე არ მჯერა, რომ მათგან რამე კონსტრუქციულობა მოსალოდნელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღეს თავშეკავებულად იქცეოდნენ", - განაცხადა სუბარმა.
საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალი შემადგენლობისა და ახალი სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გუშინ კი პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში უსმენდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.