შავლიაშვილის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წავიდა
11-03-2015, 03:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც 7 თვის განმავლობაში ითავსებდა, პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და საქმიანობას მინისტრის პირველი მოადგილის რანგში განაგრძობს.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქვეუწყებო ორგანიზაციას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 6 მარტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

 


"ილია დარჩიაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2014 წლიდან მუშაობს. აქამდე დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა . შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას დეტალურად იცნობს," აცხადებენ უწყებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი