ქობულეთში გამართულ შეხვედრაზე პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხები განიხილეს
26-11-2016, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა, რომელიც პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

მათი ინფორმაციით, სახელმძღვანელოს მიზანია, გააცნოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებს და სოფლის მოსახლეობას გარეული ცხოველების თავდასხმების რისკების მართვის სახელმწიფო მარეგულირებელი ბაზა, პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები და არსებული რეაგირების მექანიზმები. სახელმძღვანელო დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება გარეული ცხოველების თავდასხმებისაგან დაცვის პრევენციული საქმიანობების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებიც მოიცავს როგორც სტრუქტურულ, ისე არასტრუქტურულ ღონისძიებებს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ კატასტროფების რისკის შემცირების მუნიციპალურ სამუშაო ჯგუფებს მაქსიმალურად ეფექტურად უზრონველყონ ადგილობრივ საჭიროებებზე რეაგირება საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში.

 

 

წარმოდგენილი სახელმძღვანელო დოკუმენტი მომზადებულია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ ექსპერტთა მიერ და ეფუძნება მათ მიერვე 2015 წელს აჭარაში ჩატარებულ „ადამიანისა და გარეული ცხოველების საბაზისო კვლევას“. აღნიშნული კვლევა „შავი ზღვის ეკო აკადემიამ“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) დაკვეთით მოამზადა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი