საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
26-11-2016, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, ნდობა გამოუცხადა. პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის მთავრობის დამტკიცებას 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 19 კი წინააღმდეგი გამოვიდა.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იქნება, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა; სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე; ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე; შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი