გიორგი კვირიკაშვილი: არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, ამ დროს გავდივარ ხოლმე სუფრიდან, არასოდეს თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ
26-11-2016, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა "უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია".

 

 

„მინდა, საკუთარ თავზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა, მერე სხვამ არ თქვას და დითირამბებში არ ჩაითვალოს. არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როდესაც ასეთი რამ ხდება. არასოდეს თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს არც ერთ ორგანიზაციაში, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს ორგანიზაცია შიდა დაპირისპირებების და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით, იმ გამოწვევას ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენებ ამას. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ოპონენტებს, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ის, რასაც თქვენ გუშინ უწოდეთ პოლიტიკური უტიფრობა, მინდა ერთი მარტივი სიტყვა ვუწოდო - ეს არის მეგობრებო, ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ ქართველმა ხალხმა, ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის უმცირესობაში. ამას სჭირდება გაანალიზება, გაცნობიერება, სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, საკუთარ შეცდომებზე ისაუბროს, და მე დღეს ამის მაგალითი მოგეცით თქვენ, რომელსაც შესწევს უნარი ოპონენტების წარმატებაზე ისაუბროს, ამის მაგალითიც მოგეცით დღეს. ვერც ერთი მსგავსი საპასუხო მაგალითი ვერ მოვისმინე სამწუხაროდ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც "ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს", ხოლო ამ ახალ რეალობაში იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რელობა კარნახობს, "პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს, თუ არ მოგწონთ".

 

 

„წარმატებები, რომლებიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას გვჭირდება, ეს არის გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც, სხვათა შორის, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის იმისათვის, რომ მეტი ქულა დავიწეროთ პოლიტიკურად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი