გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პრემიერ მინისტრად დამტკიცებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და ახსნა, თუ რატომ არ აირჩია „ქართველმა ხალხმა“ ისინი.
„იმას, რომ თქვენ გუშინ გამოიყენეთ სიტყვები - პოლიტიკური უტიფრობა, თუ სხვა, მე მინდა, ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის - ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის უმცირესობაში. ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება. სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ისაუბროს საკუთარ შეცდომებზე და მე დღეს ამის მაგალითი მოგეცით, რომელსაც შესწევს უნარი ისაუბროს ოპონენტების წარმატებაზე - ამის მაგალითიც მოგეცით მე თქვენ. ვერც ერთი საპასუხო მაგალითი, სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან. ასე რომ, იმ ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს. ამ ახალ რეალობაში, იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რეალობა გვკარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს თუ არა. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება წარმატებები, გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის, რათა მეტი პოლიტიკური ქულა დავიწეროთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, რომელმაც მისი გუნდის წევრებსაც მიმართა და მოუწოდა, „ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ ძალიან დიდი ბრძოლისთვის“.
„ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს: დღეს ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, ჩავდგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც ქვეყანაში ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო წინ წაწიეს. მოგიწოდებთ ყველას, ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ ძალიან დიდი ბრძოლისთვის. ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შრომას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინაიდან, ყველა ჩვენგანს, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა საკუთარ თავზე, სრულად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. სხვა არჩევანი ჩვენ არ გაგვაჩნია, იმიტომ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ერთად და მთელს ჩვენს ქვეყანას!“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.