საფრანგეთის მემარჯვენე-ცენტრისტული "რესპუბლიკური პარტია" დღეს პრაიმერის გზით საპრეზიდენტო კანდიდატს გამოავლენს, რომელიც 2017 წლის აპრილში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება წარდგენილი.
ამომრჩევლებმა არჩევანი ორ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ფრანსუა ფიონსა და ალან ჟუპეს შორის უნდა გააკეთოს.
ფიონი ახლა ფავორიტად არის მიჩნეული, მას შემდეგ რაც მან ერთი კვირის წინათ პრაიმერის პირველ რაუნდში ხმების 44.1% მიიღო, ხოლო ჟუპემ მხოლოდ 28.5%, ნიკოლას სარკოზი, ყოფილი პრეზიდენტი კი მე-3 ადგილზე გავიდა და საერთოდ გამოეთიშა პრაიმერს.
დიდია იმის ალბათობა, რომ "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი მომავალ არჩევნებზე ეროვნული ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს დაუპირისპირდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.