სირიის არმიამ ხელმეორედ აიღო ამბოხებულების ხელში მყოფი რაიონი აღმოსავლეთ ალეპოში, საიდანაც ათასობით ადამიანმა გაქცევით უშველა თავს. ამის შესახებ BBC წერს.
არმიამ განაცხადა, რომ მათ „ხელმეორედ უკან დაიბრუნეს“ ჯაბალ ბადრო, ერთი დღის შემდეგ რაც ხელჩი ჩაიგდეს ჰანანოს რაიონი. მონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა, რომ მე-3 რაიონიც ასევე აღებულია.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მძლავრი შანსი არსებობს იმისა, რომ არმიამ აჯანყებულების სიმაგრე ჩრდილოეთ ნაწილში, მის სამხრეთ ნაწილს მოწყვიტოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცდილობს შევიდეს მთავრობის მიერ დაკავებულ დასავლეთ ალეპოში.
სირიის არმიამ განაცხადა, რომ ის 1 500 ადამიანს დაეხმარა თავის დაღწევაში, მაშინ როცა რუსეთის საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ დაახლოებით 900-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ - მათ შორის 119 ბავშვმა - თავისით დატოვა ჯაბალ ბადრო, სანამ იქ ჯარები შევიდოდნენ.
დამატებით 2 500 ადამიანი გაიქცა ქურთების მიერ კონტროლირებად რაიონში ქალაქის ჩრდილოეთში, - აცხადებს დიდ ბრიტანეთში ბაზირებული ადამიანის უფლებების დამცველი სირიული სამეთვალყურეო ჯგუფი.
ერთ-ერთმა მამაკაცმა სააგენტო „როიტერსს“ განუცხადა, რომ მან ჰანანო შაბათს „სირიის არმიის წინ წაწევის დროს დაბომბვებისა და ქლორიანი გაზის გამო დატოვა“.
ის ელოდებოდა თავის ცოლს, დედას და სამ ბავშვს მინიავტობუსის გაჩერებაზე, იმ იმედით, რომ ქალაქის დასავლეთში გაემგზავრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.