თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის და, თეა მიროტაძე თბილისის მერიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ამის შესახენ ირაკლი აბესაძემ დღეს, თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ნეპოტიზმის კლასიკური შემთხვევაა, "თბილისის მერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ კონკურსის გარეშე დაინიშნა "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ანი მიროტაძის და.
აბესაძის განმარტებით, თბილისის მერიაში საკადრო გადაადგილების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრებთან ახლო ნათესაური კავშირია. მისივე თქმით, თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ყოფილი უფროსი რევაზ ჩახავა, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. "ეს იმ დროს, როდესაც ჩახავას თანამდებობიდან გათავისუფლება მის ოჯახურ მდგომარეობას დაბრალდა," განაცხადა აბესაძემ, რომლის შეფასებითაც, იგი დააქვეითეს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
"ვიდრე დავით ნარმანია ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს, მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ იმ მოტივით, რომ ვერ ასრულებდნენ თავის მოვალეობებს, სხვა თანამდებობებზე ინიშნებიან," აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.