პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მან განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„24 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩემი კომპანია Key Points consalting-ი. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება. არ ვაპირებ პარალურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ საქმიანობასაც და პარტიასაც. ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არანაირად არ უნდა იყოს გაგებული როგორც ”გირჩის“ ხედვა და პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.” ვრჩები "გირჩის" რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული „გირჩელის“ გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული, რასაც „გირჩი“ ემსახურება და რასაც მარტივად ჰქვია - მეტი თავისუფლება. 1998 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა. შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში“, - ნათქვამია პავლე კუბლაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.