ირაკლი შოთაძე: ჩვენი პოლიტიკა არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე მიმართულია არასრულწლოვნების რესოციალიზაციის და გამოსწორების მიმართულებით
28-11-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი პოლიტიკა არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე მიმართულია არასრულწლოვნების რესოციალიზაციის და გამოსწორების მიმართულებით", - აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური სტატისტიკაც არსებობს, რომელსაც დღეს საპროკურორო საბჭოს გააცნობს.

 

 

"არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე და არასრულწლოვან ბრალდებულებზე ჩვენი პოლიტიკა არ არის მათი დასჯა, არამედ ჩვენი პოლიტიკა არის მათი საზოგადოებაში დაბრუნება, შესაბამის სტატისტიკაშიც გამოისახება ეს. ეს სტატისტიკა ვრცლად არის მოცემული ჩემს ანგარიშში და მას შემდეგ რაც დასრულდება საპროკურორო საბჭოს შეხვედრა, სტატისტიკა გამოქვეყნდება ისეთი ფორმით, როგორც მე წარვუდგენ საპროკურორო საბჭოს”, - განაცხადა შოთაძემ.

 

 

ირაკლი შოთაძე დღეს საპროკურორო საბჭოს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი