საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კადრების შექმნაში მონაწილეობდნენ, პასუხისგებაში არიან მიცემული, ხოლო რაც შეეხება აღნიშნული კადრების ინტერნეტში განთავსებას, მისივე თქმით, რადგან ეს ვიდეოკადრები არა საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან არის ატვირთული, ამ ქვეყნებში 20-ზე მეტი სამართლებრივი შუამდგომლობაა გაგზავნილი, რათა საქართველომ აღნიშნულ ქვეყნებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატაროს.
"ამ ფაქტებზე ის პირები, ყოფილი საჯარო მოხელეები, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ კადრების შექმნა-დაგროვებაში, პასუხისგებაში არიან მიცემული და მიმდინარეობს საქმეების არსებითი განხილვა. რაც შეეხება ვიდეოკადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგლობა გვაქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, -აღნიშნა შოთაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა დღეს საპროკურორო საბჭოს საქმიანობის 1 წლის ანაგარიში წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.