საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, "კრწანისის" სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი მოქმედებდა შიდა ინსტრუქციებით და შიდა ბრძანებების ფარგლებში. დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გავრცელდება განცხადება“, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
"კრწანისის" სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ინციდენტი 2016 წლის 23 ოქტომბერს მოხდა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.