რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი ზურაბ ალავიძე მუშაობას შეუდგა. ალავიძე სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა წარუდგინა.
როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს საკმაოდ რთულად შესასრულებელი გრანდიოზული პროგრამა აქვს დასახული. მან ახალ მინისტრს რთული მისიის შესრულებაში წარმატება უსურვა.
ზურაბ ალავიძემ ნოდარ ჯავახიშვილს სამინისტროში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალ-ღონეს არ დაზოგავს, რათა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმატებული საქმიანობა კიდევ უფრო შედეგიანად გაგრძელდეს.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.