საკუთრივ ხელისუფლებას აქვს მიღებული გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის წაღებასთან დაკავშირებით, - აღნიშნული განცხადება "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სულ ცოტა ხნის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების მაღალჩინოსნები მისი დავალებით ახორციელებენ სასამართლოზე ზეწოლას.
გვარამიას განცხადებით, სასამართლო აღნიშნულ ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს.
"ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის თეა წულუკიანი, შალვა თადუმაძე, მათ შორის არის ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული მიხეილ ჩინჩალაძე", - განაცხადა გვარამიამ და დაამატა, რომ სამი დღის განმავლობაში - დღეს, ხვალ და ზეგ, სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება.
მისი თქმით, ამ ზეწოლის მთავარ განმახორციელებლად არჩეულია"ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალებების შემსრულებელი, ზონდერი ივანე ზარდიაშვილი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.