ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, საღამოზე კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტი ჩატარდა.
"სახალხო ზეიმის ბოლოს, ორგანიზატორებისაგან სოფლის საპატიო მკვიდრნი გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები გადასცეს.
ზეიმის ფარგლებში, სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათიც. სტუმრებს ადგილობრივები ნუგბარით გაუმასპინძლდნენ", - აცხადებენ გამგეობაში.
სახალხო ზეიმს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.