საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობა ელექტროენერგიის კუთხით, ხელისუფლების მთავარ ამოცანად რჩება.
„ოთხი წლის განმავლობაში, ამ გუნდთან ერთად ვუძღვებოდი სამინისტროს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ბევრი პროექტია დაწყებული, ზოგიერთი მშენებლობის პროცესშია. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ეს ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას ეკონომიკურ განვითარებას, რაც ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა”, - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.