პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ივანე ზარდიაშვილი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლოს ზეწოლასთან დაკავშირებით, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება.
ზარდიაშვილი გვარამიას ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არავის იცნობს.
"სასამართლო სისტემაში საერთოდ არავის არ ვიცნობ და შესაბამისად, ტელეკომაპნია "რუსთავი 2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდება სრულიად აბსურდია. ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაკავშირებს იმ ხალხთან და საერთოდ „რუსთავი 2“-ის განმხილველ მოსამართლეებთან. საერთოდ არავის არ ვიცნობ არც პირველი ინსტანციის, არც მეორე, არც მესამე ინსტანციის მოსამართლეებს. გვარამიას აბსურდულ ბრალდებებს არ აქვს საზღვარი. სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ ნიკა გვარამია ახდენს. ჩვენ კარგად გვახსოვს გვარამიას და საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარი, სადაც გვარამია მას ქრთამსაც კი სთავაზობს”, - აცხადებს ივანე ზარდიაშვილი.
საკუთრივ ხელისუფლებას აქვს მიღებული გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის წაღებასთან დაკავშირებით, - აღნიშნული განცხადება "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების მაღალჩინოსნები მისი დავალებით ახორციელებენ სასამართლოზე ზეწოლას.
გვარამიას განცხადებით, სასამართლო აღნიშნულ ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს.
"ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის თეა წულუკიანი, შალვა თადუმაძე, მათ შორის არის ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული მიხეილ ჩინჩალაძე", - განაცხადა გვარამიამ და დაამატა, რომ სამი დღის განმავლობაში - დღეს, ხვალ და ზეგ, სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება.
მისი თქმით, ამ ზეწოლის მთავარ განმახორციელებლად არჩეულია"ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალებების შემსრულებელი, ზონდერი ივანე ზარდიაშვილი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.