ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, აშენდება გამწმენდი ავზი და საოპერატორო შენობა; მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები; გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს შეუწყობს.
„წყალარინების პროექტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების განხორციელებისთვის 5 867 299 ლარია გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.