საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში ორდღიან ვიზიტად მყოფ ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰანეს ჰანსოს და მის თანმხლებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.
"მინისტრის პირველმა მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის განსაკუთრებული მეგობრობა და გამორჩეული პარტნიორული ურთიერთობები არსებობს. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, როგორც პრაქტიკული და ექსპერტული დახმარების, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აგრეთვე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თვალსაზრისით.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა ესტონეთის დელეგაციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგებს. ჰანეს ჰანსომ აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.