ოჰაიოს უნივერსიტეტზე „ყასაბის დანით“ თავდამსხმელი, რომელმაც რვა ადამიანს მიაყენა დაზიანებები, პოლიციამ ადგილზე მოკლა
28-11-2016, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსში მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას რვა ადამიანმა დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

შეერთებული შტატების იფიციოზის განცხადებით, თავდამსხმელი სომალური წარმოშობის 18 წლის აბდულ რაზაკ ალი ართანია. პოლიციის ცნობით, ისინი იძიებენ, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. 

 


ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტროტუარზე შევარდა და სკოლის შენობის გარეთ ფეხით მიმავალ მოქალქეებს დაარტყა.

 

 

 


მძღოლი სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვიდა და იქვე მდგომებს „ყასაბის დანით“ დაერია.

 


ერთ წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პოლიცია გამოიძახეს, კამპუსის პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით ადგილზევე მოკლა.

 

 

 


განგაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ კი პოლიციამ ადგილი „უსაფრთხოდ“ გამოაცხადა.

 


ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, ისინი მკურნალობენ რვა მსხვერპლს, რომელთაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

 


უცნობია თავდასხმის მოტივები ოჰაიოს უნივერსიტეტზე, რომელსაც 60 000 სტუდენტი ჰყავს და ერთ-ერთი ყველაზე დიდია შეერთებულ შტატებში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი