სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ ჟინ ჰემ განაცხადა, რომ მან სთხოვა პარლამენტს დაეხმაროს გამოსავლის მოძებნაში, წავიდეს თანამდებობიდან. ამის შესახებ BBC წერს.
პრეზიდენტი მზარდი ზეწოლის ქვეშაა და უკვე რამდენიმე კვირაა მის გადადგომას და მასზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ, დართო თუ არა ნება მან მეგობარს პერსონალური სარგებლის მიღებისთვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა.
მან განაცხადა, რომ იგი მისი „მომავლის შესახებ პარლამენტს დაუტოვებდა ყველა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის ჩემი ვადის შემცირებას“.
ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს.
„როგორც კი კანონმდებლები ძალაუფლების გადაცემის ზომებს მიიღებენ იმ გზით, რომელიც ხელისუფლებაში რაიმე ვაკუუმის შექმნას გამორიცხავს და მართვაში ქაოსის მინიმიზებას მოახდენს, მე თანამდებობიდან გადავდგები“, -განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.
რამდენიმე დღის წინათ სეულში მის წინააღმდეგ ასიათასობით ადამიანი გამოვიდა. ჩინური სააგენტო "ქსინჰუას" ცნობით დემონსტრანტების რიცხვი 200 000-ს აღწევდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.