საგამოძიებო სამსახურმა თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
29-11-2016, 00:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 

 

"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვისა და გადაზიდვის პროცესში, დამზადებულ თხილის პროდუქციას შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილი შეურია, რითაც პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, შემდგომში კი დაბალხარისხიანი თხილის ექსპორტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განახორციელა.

 


გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, როგორც შპს “გლობალ თრეიდის” დირექტორმა, დაამზადა და გამოიყენა 65 ერთეული ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) იმის შესახებ, რომ თითქოსდა 1 911 356 ლარის ღირებულების თხილი შეისყიდა.

 

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი