ლევან იზორია სპეციალური ოპერაციების ძალებს: როდესაც წვრთნების დროს დავკარგეთ ჩვენი ძმები, იმ დღეების შემდეგ, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო, რომ აჩვენეთ რა არის ერთი ოჯახი
29-11-2016, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, - ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებს ვაშლიჯვრის ბაზაზე, სადაც სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.

 

 

„გილოცავთ იუბილეს! თქვენი დანაყოფი არის ერთ-ერთი ელიტური დანაყოფი. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ეს დღე ახალ გენშტაბის უფროსთან ერთად მოგილოცოთ და დაგპირდეთ, რომ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად შეგიქმნათ საუკეთესო პირობები სარისკო წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის. რათა ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული და მომზადებული იყოს იმისთვის, რომ ყველანაირ საფრთხეს გასცეს დროული და ადეკვატური პასუხი. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამ 17 წლის განმავლობაში მათ ჩვენთან ერთად ჩამოაყალიბეს თქვენი დანაყოფი.


განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. სიმბოლურია, რომ ამ იუბილეს მათი წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჩვენი ინსტრუქტორები ორი თვეა წარმატებით ახორციელებენ და კიდევ განახორციელებენ წვრთნებს, ეს სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რაც თავიდანვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და წარმატებებს პარტნიორებთან ერთად ვიზეიმებთ.

 

 

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ესტონეთის დელეგაციას მივესალმო, რომელიც თქვენთან განსაკუთრებით ამ მიმართულებით თანამშრომლობს. მინდა მივესალმო პოლონეთის და იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ იშურებენ ენერგიას და ძალისხმევას, რათა ჩვენ ვიყოთ იმ სტანდარტების შესაბამისი, რასაც ჰქვია თანამედროვე, ნატოს სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობ ელიტურ დანაყოფზე, მხედველობაში მაქვს წვრთნების ის სარისკო ხასიათი, რომელსაც თქვენ გადიხართ. საზოგადოება ამის მოწმენი გავხდით ახლო წარსულში, როდესაც ერთ-ერთი წვრთნების დროს დავკარგეთ ჩვენი ძმები, თქვენი თანამებრძოლნი და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები არ გვქონდეს, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტები დავიცვათ. იმ დღეებში და იმ დღეების შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ის, რომ თქვენ აჩვენეთ, თუ რა არის ერთი ოჯახი, თანაგუნდელის ოჯახის თანაგრძნობა, გვერდით დგომა. ეს არის რაც ყველაზე ელიტურს და განსაკუთრებულს ხდის თქვენს დანაყოფს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, რომ ასეთი ღირსეული ქართველები გაზარდეს.

 

 

აქ მხოლოდ ფიზიკური მომზადება კი არა, ქართული მებრძოლი სულის გაწვრთნაც ხდება. თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვისურვებდი, ეს ტრადიციები მომავალშიც გააგრძელოთ“,- მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი