არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელი სამართალდამცავ უწყებებს ცესკოს საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს
11-03-2015, 04:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელი, გურამ ადამაშვილი აცხადებს, რომ 2010 წლიდან 2014 წლამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში გარკვეულ გადაცდომებს და კანონდარღვევებს ჰქონდა ადგილი და ის კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს.

 


ამ საკითხზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

  


,,კერძოდ: ზურაბ ლუაშვილი – დღემდე მუშაობს – ცსკ-ოს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრში სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსად. მან დააარსა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ და ,,სახელმწიფოს ტერიტორიულ- ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი“. ლუაშვილის ორგანიზაციებს 2012 წელს გრანტის სახით 11 პროექტიდან მიღებული აქვს 437 165 ლარი; ირაკლი ებანოიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ ლუაშვილის ორგანიზაციაში არის პროექტების მონაწილედ, რომელსაც ცალკე ორგანიზაცია აქვს შექმნილი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „მომავლის არჩევანი“, რომელსაც 2014 წელს ორი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 61 750 ლარი. ზურაბ ხრიკაძე დღემდე მუშაობს ცესკოში, გადაწყვეტილებების მიმღები პირი პროექტების დაფინანსებაზე. ის არის საგრანტო კომისიის წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ინტერნიუსი – საქართველო“, რომელსაც 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 59 997 ლარი. გიორგი შარაბიძეც დღემდე მუშაობს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, რომელსაც სამი პროექტის ფარგლებში 2013-2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 132 355 ლარი.

 


ნანა ბღარაშვილი – „ნაცმოძრაობის“ წევრი, სააკაშვილის კანდიდატი ცესკოს წევრობის თანამდებობაზე, დღემდე მუშაობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლებრივი არჩევნები“, რომელსაც 2013 წელს ორი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 69 923 ლარი აქვს მიღებული.

 


გიგა ნასარიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ახალი ხედვა საქართველო“, რომელსაც 2011-2012 წლებში სამი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 124 525 ლარი.

 


თამარ კინწურაშვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ის არის ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ლევან თარხნიშვილმა წარადგინა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

 


დაარსებული აქვს ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, რომელსაც ორი პროექტის ფარგლებში 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 101 165 ლარი.

 


ლევან გაბრიჩიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პაატა დავითაიას პარტიის წევრი. დაარსებული აქვს ორი ორგანიზაცია-„ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნები“ და „ევროპულ დემოკრატიული ცენტრი“, რომელსაც 2013 წელს ოთხი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 95 101 ლარი," აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

 


უფლებადამცველმა ამოღებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სამართალდამცავ უწყებებს ცესკოს საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდა.

 


„მივმართავ სამართალდამცავ უწყებებს, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ და საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაიწყონ მოკვლევა, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არ შეიძლება პირადი ინტერესებით განკარგონ," განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი