იან კელი: სასიამოვნოა ჩემთვის იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ ერთად ამერიკელი და ქართველი სპეცრაზმელები - ნამდვილად ვერ განვასხვავე რომელი იყო ქართველი და რომელი ამერიკელი
29-11-2016, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშკარაა, რომ საქართველო დიდ პროგრესს აღწევს მიზნის მისაღწევად, - აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ გააკეთა, რომელიც ვაშლიჯვრის ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიას დაესწრო.

 

 

"ჩემთვის დიდი პატივია ამ ცერემონიაში მონაწილეობა და ერთობლივი წვრთნის ყურება. განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩემთვის იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ ერთად ამერიკელი და ქართველი სპეცრაზმელები. ნამდვილად ვერ განვასხვავე რომელი იყო ქართველი და რომელი ამერიკელი. აშკარაა, რომ საქართველო დიდ პროგრესს აღწევს მიზნის მისაღწევად", - განაცხადა იან კელიმ.

 

 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დაესწრნენ.

 

 

სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილეს ფარგლებში, სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს. ტაქტიკური სწავლება სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გადმოსხმას, ობიექტის მიმართულებით გადაადგილებასა და საბრძოლო მასალის გამოყენებით ობიექტის განადგურებას ითვალისწინებდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი