აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის დანიშვნას, დადებითად აფასებს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ დოლიძე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს.
"როდესაც მიწევდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა, ხოლო ვიქტორი იყო პარლამენტის წევრი და ამასთანავე ევრონესტის თანათავმჯდომარე, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება, მას ძალიან კარგად იცნობენ და აფასებენ ევროპულ სტრუქტურებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიქტორ დოლიძე ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.