სასჯელაღსრულების სამინისტრო დონორთა უანგარო აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ შეუერთდა
29-11-2016, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დონორთა უანგარო აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ შეუერთდა.

 

 

უწყების ცნობით, აღნიშნულ აქციაში სამინისტრო მეორედ მონაწილეობს.

 


დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა მოხდება.

 


„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დირექტორის მოადგილე მარინა რუხაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს აქციაში ჩართვისა და სისხლის უსასყიდლოდ ჩაბარებისათვის მადლობა გადაუხადა.

 


„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები, უკვე მეორედ, აქტიურად არიან ჩართულნი აქციაში. ისინი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით აბარებენ სისხლს და თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს და შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას“, - განაცხადა მარინა რუხაძემ.

 


უწყების ცნობით, დონაციის აქციაში ჩართული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი