გიორგი დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა - ინსტინქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი
29-11-2016, 04:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გიორგი დგებუაძემ, მეტსახელად „მასტერამ“ დღეს სასამართლოზე დაკითხვისას 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სროლებში უშუალოდ მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

დგებუაძის თქმით, სამმართველოსა და უშუალოდ მისი მოვალეობა, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება და იმ ახალგაზრდების გადაადგილების კონტროლი იყო, რომლებიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე მის თანამშრომელს უნდა მიეყვანა.

 


"21:00 საათისთვის ყველა დანაყოფი წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იყვნენ. 21:00 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მე დამირეკა დათა ახალაიამ და მითხრა, რომ საჭირო იყო ერთი ადამიანი ვინც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებდა იმ სამი ახალგაზრდის, როდესაც მანქანიდან გადმოვიდოდნენ. რადგანაც დავალება საპასუხისმგებლო და ასევე სარისკო იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ის სამი ადამიანი შეიარაღებული იყო, ჩემი თავი შევთავაზე ახალაიას. გადავკვეთე გზა და დაველოდე ვიდრე მანქანა მოვიდოდა. ჩემი ამოცანა იყო რომ სუმბაძეს ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა და შემდეგ გამეკონტროლებინა იმ ადამიანების გადაადგილება, რათა დავრწმუნებულიყავი სამი ადამიანი შევიდოდა თუ არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული. ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს დაურეკა ტელეფონმა და საუბრით სამივე შევიდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მე თვალს ვადევნებდი მათ. რამდენიმე წუთში კი გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა. ინსტინქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი", - აცხადებს ბრალდებული.

 

 

მისივე თქმით, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვითარების გასარკვევად მას შემდეგ შევიდა, რაც სროლის ხმა შეწყდა. ადგილზე შესულმა კი დაინახა, რომ შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას ესაუბრებოდა სპეცოპერაციის დეტალებზე და იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდების გარდაცვალება.

 

 

როგორც გია დგებუაძემ აღნიშნა, ვიდრე სპეცოპერაცია ჩატარდებოდა, დათა ახალაის მოადგილესთან დავით ჩხატარაშვილთან მოხდა მისი დაგეგმვა, სადაც გადაწყდა, რომ იმ სამი ახალგაზრდის და იმ პირების დაკავება ვისაც ისინი ავტოსადგურში უნდა შეხვედროდნენ, სპეცრაზმს უნდა მოეხდინა.

 

 

გიორგი დგებუაძესთან ერთად საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიაა ბრალდებული. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი