სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის განხორციელების ინიციატივა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს” ეკუთვნის, რომლის ბენეფიციართა ძირითად ნაწილს „სოლიდარობის ფონდი“ აფინანსებს.
როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ბავშვების დახმარება და მათთვის ტკივილის გაადვილება ძალიან დიდი საქმეა. გიორგი კვირიკაშვილმა "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის” ხელმძღვანელს დედა თინათინს მადლობა გადაუხადა იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც თანადგომის სულისკვეთების გაზიარებას ემსახურება.
"ვფიქრობ, აქ ბევრი საუბარი არ არის საჭირო. ასობით ადამიანს შეუმსუბუქდა ყოფა იმის შედეგად, რომ სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯები გადადგა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ დღეს ამაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ჩვე ნუნდა ვისაუბროთ მხოლოდ იმ სულისკვეთებაზე, რომელიც ახლა ამ დარბაზში სუფევს და რომელიც უნდა გავრცელდეს მთელს ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებაში, ისე - კერძო სექტორში. ასევე, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლი, ამ საქმეს შეეწიოს, ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა ღმერთის, ქვეყნისა და იმ ბავშვების წინაშე, რომლებიც ჩვენ გვყავს. ეს გამოწვევა თუ პრობლემ,ა შეიძლება ნებისმიერს ეწვიოს. ჩვენ ამ მომენტში უნდა გავამაგროთ ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ და გადავატანინოთ ის პრობლემ,ა რომელიც შესაძლებელია, მოგვარდეს. დანარჩენი უკვე ღვთის ნებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა თანამოქალაქეებს მიმართა თხოვნით გაიზიარონ ეს სულისკვეთება დ არაც შეიძლება გვერდით დაუდგნენ ამ საქმეს.
"ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეიძლება, რომ ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორსაც იმსახურებენ ის ანგელოზები, რომლებიც ამას საჭიროებენ", - აღნიშნა პრემიერმა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ. სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე, იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.