სამტრედიის მუნიციპალიტეტს ძლიერმა ქარმა რამდენიმე დღის წინათ დიდი ზარალი მიაყენა. ქარმა დააზიანა გაზის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის აღდგენაც ოპერატიულად მოხერხდა, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება.
აღნიშნულის შესახებ Guardian.ge-ს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა.
"ქარმა მოთხარა ნაძვის ხეები და სხვა მრავალწლიანი ნარგავები. სოფლებში დაანგრია სათბურები, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზოგიერთი კორპუსის სახურავის აღდგენა უკვე მოხერხდა, ზოგზე კი ისევ მუშაობა მიმდინარეობს და ორ-სამ დღეში, ალბათ, მთლიანად დასრულდება.
რაც შეეხება ზოგადად მიყენებული ზარალის ოდენობას, სტიქიისგან მიყენებული ზარალი, 100 000 ლარზე მეტია", - განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ, რომელმაც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების აღდგენითი სამუშაოები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.