ქობულეთში, გელაურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღის ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, დაიგება მწვანე ზოლი და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. ინფრასრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 39 993 ლარი არის გამოყოფილი.
გელაურში 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში ორსართულიანი შენობა აშენდა, სადაც განთავსდა საძინებლები და გასართობი ოთახები, მოეწყო სველი წერტილები და დარბაზი, ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.
ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 415 860 ლრი დაიხარჯა. ახალი საბავშვო ბაღი მომავალი წლიდან გაიხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.