გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს
29-11-2016, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს.

 


განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 


"ამ დღეების განმავლობაში, არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა არა მარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად, პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სპეციალური სიგნალების მაჩვენებელს. მინდა, გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით იქნას გამოყენებული ეს შუქურა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ, თვითონ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მაგრამ თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში, ქალაქებში თუ ავტობანებზე", - მიმართა პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი