კვირიკაშვილის ახალი ინიციატივა: მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით
29-11-2016, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ერთი ასეთი კი პრემიერის თქმით იქნება ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოხდება "2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით", რაც განაპირობებს იმას, რომ "400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს". 

 

 

"ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი. ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგალითად, თუ კურსია 2.50 - მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30 ამ. სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს. ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს. ამასთან ერთად უნდა მოხდეს ლარით ფასდადება. მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე - დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი მიმდინარე ხარჯების უფრო ეფექტურად მართვა.

 


კიდევ ერთი სიახლე მინდა დავაანონსო. ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

 

 

ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება.

 

 


დაწვრილებით, ბრიფინგს ჩაატარებს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ცვლილება, გაგებით იქნება მიღებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ყველა ეს ნაბიჯი ემსახურება ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულია მთავრობის მხრიდან საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხითაც", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი