გიორგი კვირიკაშვილი: 2017-2020 წლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
29-11-2016, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი სამთავრობო პროგრამა, ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებით ძალიან კონკრეტულ, როგორც - მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან ნაბიჯებს მოიცავს. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს - ქვეყანას დააყენებს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე.

 


აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, 2017-2020 წლებში მთავრობას დაგეგმილი აქვს 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

 

 

როგორც მან აღნიშნა, 2014 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც დაფიქსირდა.

 


საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, რეგიონში რჩება საკმაო დაბალი ზრდის დინამიკა. გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, "რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება, ჩვენს ქვეყანაშიც იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რაც აუცილებელია ადამიანების დასაქმებისა და მათი შემოსავლების ზრდისათვის".

 

 


"ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

 

 

მხოლოდ მოგების გადასახადის გაუქმებით, წელიწადში ნახევარი, მილიარდ ლარზე მეტი რჩება ბიზნესში რეინვესტირებისთვის. 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ მინიმუმ, 2 მილიარდი ლარის დამატებითი რეინვესტირების შედეგად შეიქმნება მინიმუმ 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

 

 


ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი.

 

 

2017-2020 წლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

 

 

რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში დაიგეგმა მინიმუმ 800 კმ ახალი გზის მშენებლობა.

 

 

მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილი საშუალოდ 1000-ლარიანი ანაზღაურებით.

 

 

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლამდე ტურისტების რაოდენობამ 8 მლნ ტურისტს უნდა მიაღწიოს, რაც ფაქტობრივად გააორმაგებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს.

 


ამ პროექტების განსახორციელებლად ჩვენ დონორებისგან მოვიზიდავთ 8 მილიარდ ლარზე მეტს, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხის მობილიზება ჩვენს ბიუჯეტშიც.

 

 

დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა, ჩვენ ვაპირებთ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.

 

 

ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები.

 

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც არის ბევრი სიახლე. გათვალისწინებულია ყველა ის პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რასაც ჩვენი რეფორმების გეგმა გულისხმობს.

 

 

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ გათვალისწინებულია იმ მიმართულებების დაფინანსების გაზრდა, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე დაისახა პრიორიტეტად.

 

 

დაახლოებით 200 მილიონი ლარითა არის გაზრდილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების დაფინანსება.

 

 

150 მილიონ ლარამდე იზრდება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება, რაც როგორც პროფესიული სასწავლებლების განვითარებას, ასევე, პროფესიული ზრდის სქემის მიხედვით, მასწავლებლების ანაზღაურების ზრდას და რეფორმით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს მოხმარდება.

 

 

300 მლნ ლარით მეტია გათვალისწინებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში და დაფინანსება 1.3 მილიარდი ლარი იქნება. თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა, ჩვენ ბევრად მეტი და რეკორდული რესურსის მობილიზებას ვგეგმავთ.

 

 

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი გულისხმობს რიგ ცვლილებებს შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისითაც, რაც შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის იყოს მტკივნეული, თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ერთ საერთო მიზანს ემსახურება - ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების დასაქმებასა და ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, რომლის ეკონომიკაც სწრაფად და ჯანსაღად განვითარდა.

 

 

1-ლი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმზე გაიზრდება აქციზის გადასახადი. როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე, ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას.

 

 

აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიღებული გადაწყვეტილებები, ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას. ამ მხრივ, საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - ჯერ განახევრდა, ახლა კი, 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება.

 

 

ამასთან, საქართველოში წლიდან წლამდე, შემცირების ნაცვლად, ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტის მოცულობა იზრდება. 2015 წელს საქართველოში დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად აისახება იმპორტის მოცულობაზე, რამაც საბოლოოდ დადებითი გავლენა უნდა იქონიოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი გახლავთ.
იზრდება სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელიც.

 

 

დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების გაგრძელებას მოხმარდება. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ, ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება. აღნიშნული ღონისძიებები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი