მე მინდა მოგილოცოთ - თქვენ ხართ ძალიან ახლოს ასოცირების განხორციელების პროცესში და მნიშვნელოვან საფეხურზე დგახართ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროკომისიის მიერ გამოქვეყენებულ ანგარიშთან დაკავშირებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჰერმანი იმედოვნებს, რომ მიღწეული შედეგი კიდევ უფრო განვითარდება.
”რაც შეეხება დღეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, მინდა გითხრათ, რომ ეს ანგარიში ერთჯერადია, თუმცა განვაგრძობთ მასზე მრავალჯერადად მუშაობას. ანგარიშში ძალიან ნათლად არის ხაზგასმული პროგრესი, ის ადგილებიც ხაზგასასმელად აღსანიშნავია, სადაც შემდგომ პროგრესზეა საუბარი. აუცილებლად შედგება საქართველოს და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა. მე მინდა მოგილოცოთ, თქვენ ხართ ძალიან ახლოს ასოცირების განხორციელების პროცესში და მნიშვნელოვან საფეხურზე დგახართ. დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგები, რომელიც დღეს არის მიღწეული კიდევ უფრო განვითარდება და საქართველო უფრო წინ წაიწევს ამ სფეროში. ასევე დიდი იმედი მაქვს და ველოდები, რომ განვაგრძობთ მუშაობას ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან, რომ ასოცირება განვახორციელოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ემსახურება ქართველთა ინტერესებს”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.