ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინათ გაჩენილი ძლიერი ხანძრის და მის ეპიცენტრში აღმოჩენილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ფოტოსურათის, (ერთადერთი რამის, რაც ხანძარს გადაურჩა) გადარჩენის თაობაზე ინფორმაციას ცაგერის გამგებელი რევაზ ბენიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც თან ურთავს ილია მეორის ფოტომასალას, რომელიც განადგურებას გადაურჩა.
"24 ნოემბერს, პარასკევს, დაახლოებით 20 საათზე ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში გაჩნდა ხანძარი. ცეცხლი მოეკიდა ლაილაშის საშუალო სკოლის შენობას, ეს შენობა აშენებულია 19 საუკუნის მიწურულს, როდესაც ლაილაში ლეჩხუმის მაზრის ცენტრი იყო, ამ შენობაში მაზრის სასამართლო იყო განთავსებული, შემდგომში კი სკოლა, სადაც ძალიან ბევრი საამაყო ლეჩხხუმელი აღიზარდა!
მიუხედავად იმისა რომ მობილიზებული იყო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახანძროები, შენობა მთლიანად დაიწვა, დარჩა მხოლოდ კედლები. ხანძრის დროს იქ ვიყავი კახა სვანიძესთან ერთად, ამბროლაურიდან ჩამოვიდნენ გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და მისი მოადგილე ლევან ქვათაძე. გაოგნებული ვიყავით ხანძრის მასშტაბით, ჯოჯოხეთური ცეცხლი იყო და წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება. როდესაც მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ერთადერთი რაც გადაურჩა ხანძარს, უწმინდესის ფოტოსურათია, არადა ცეცხლის ეპიცენტრში იყო!!!"- წერს რევაზ ბენიძე.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.