კახეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად მყოფმა მამაკაცმა ორსული რძალი დაჭრა, ხოლო რძლის მამა კი მოკლა.
თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა, თუმცა Guardian.ge-სთან საუბრისას, აღნიშნული ინფორმაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა უარყო.
ჯანიკაშვილი განმარტავს, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა, სათავეს, შესაძლოა, შემდეგი გარემოებიდან იღებდეს:
"მინდა გითხრათ, რომ პირის, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ძმა არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდას მცხოვრები, რამაც სავარაუდოდ, მცდარი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი. საქმე კი იმაშია, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ილიაწმინდაში მცხოვრები მამაკაცი თავის მეუღლესა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ ძმასთან ერთად, სტუმრად იყო მისული სიმამრის ოჯახში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც შემდგომ მკვლელობა მოხდა,"- განაცხადა დავით ჯანიკაშვილმა და დაამატა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძმა ეკომიგრანტია.
მკვლელობის ფაქტი Guardian.ge-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.