მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიაციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური პირები, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აქვს აღებული, სესხის ლარში გადატანას 2017 წლის იანვრიდან, სავარაუდოდ 2 თვის განმავლობაში შეძლებენ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ორი თვის პერიოდში ბანკები ვალდებული იქნებიან, დაუკავშირდნენ მსესხებლებს და შეთავაზების სრული დეტალები გააცნონ.
მესტვირიშვილის თქმით, პროცესი ნებაყოფლობითია, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა ამ შესაძლებლობით ისარგებლებს.
დეტალები ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე იქნება განთავსებული.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხის ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს შეეძლება, აქედან 31 ათასი ამ მომსახურებით სრულად, ხოლო 2 ათასი მსესხებელი ნაწილობრივ ისარგებლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.