გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები რუსეთის ჰაკერების სამიზნე შეიძლება გახდეს, რომელთა განზრახვაც დეზინფორმაციის გავრცელება და დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა იქნება. აღნიშნულ საკითხზე ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
ბრუნო კალმა, „ბუნდესნახრიხტენდინსტის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთი მდგარიყო შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ხმის მიცემის პროცესში ჩარევის უკან.
„ჩვენ გაგვაჩნია სამხილი, რომ კიბერ-თავდასხმებს, რომლებიც ხორციელდება, არ გააჩნია სხვა მიზანი, გარდა იმისა, რომ გამოავლინოს პოლიტიკური გაურკვევლობა“, - უთხრა მან „ზიუდოიჩე ცაიტუნგს“ მის პირველ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც 5 თვის წინათ იგი აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა.
„დამნაშავეები დაინტერესებული არიან დემოკრატიული პროცესის დელეგიტიმიზაციის მოხდენით... ჩვენ გვაქვს იმის ნიშნები, რომ [თავდასხმები] რუსეთის რეგიონიდან მოდის.
„იმის უნარი, რომ ეს მივაკუთვნოთ სახელმწიფო აგენტურას, ტექნიკურად რთულია, მაგრამ არსებობს გარკვეული საფუძველი, რომ ეს სულ მცირე ნებადართულია ან მოთხოვნილია სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ბრუნო კალმა.
ჰაკერებმა განაცხადეს, რომ თავად იდგნენ კვირას და ორშაბათს „დოიჩე ტელეკომზე“ განხორციელებული თავდასხმების უკან, რომელმაც გერმანიაში დაახლოებით მილიონი მომხმარებლის ინტერნეტსა და სატელეფონო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა. კომპანიამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემაში შეღწევა როუტერებზე მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული თავდასხმის ნაწილი იყო. უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჰაკერები შესაძლოა რუსები ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ ამის დამამტკიცებელი სამხილი არ გააჩნიათ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამშაბათს განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ იყო პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე, მაგრამ „ამგვარი კიბერ-თავდასხმები თუ ჰიბრიდული კონფლიქტები, როგორც ისინი ცნობილია რუსულ დოქტრინაში, ახლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთან გამკლავება“.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ხალხის ინფორმირება და გამოვხატოთ ჩვენი პოლიტიკური რწმენა ნათლად“, - თქვა მან, მოუწოდა რა მოსახლეობას, არ დართონ თავიანთ თავს ნება, იყვნენ გაღიზიანებულნი ამგვარი თაღლითური ოპერაციებით. „თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ამგვარი რაღაცები და ისწავლოთ ცხოვრება მასთან ერთად“, -განაცხადა მერკელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.