პარლამენტი სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აღარ განიხილავს.
აღნიშნული კანონპროექტი ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და რიგ სავაჭრო ობიექტებსა და დაწესებულებებთან მის გაყიდვაზე ადმინისტრაციული სანქციის შემოღებას ითვალისწინებდა.
უფრო კონკრეტულად, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევდა. ასევე თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში 50ლარით ჯარიმას ითვალისწინებდა.
კანონპროექტი 2012 წელს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ინიციატივით მომზადდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად სცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.