ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება მოქალაქეებს, როგორ ამოაცალოს ფული ჯიბიდან ადამიანებს, როგორ გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, აქციზის ზრდა ნავთობპროდუქტებზე ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდას ნიშნავს, რასაც ჯაჭვურად მოყვება ფასების ზრდა ყველა ძირითად პროდუქტზე.
"იმის ნაცვლად, რომ დაწიონ გადასახადები, ივანიშვილის მთავრობა კვირიკაშვილის ხელით აპირებს გადასახადების გაზრდას, რაც ათი ათასობით ადამიანს შეუქმნის პრობლემას.... ლარის გაუფასურების გამო, ფასების ზრდა ისედაც მაღალია სურსათსა და მედიკამენტებზე, სამწუხაროდ, მთავრობის ნაბიჯი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც კვირიკაშვილი ამაყად აცხადებს, რომ პენსია არ გაიზრდება. არც ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ივანიშვილის მთავრობა აპირებს, არ ემსახურება ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას და ექნება საპირისპირო ეფექტი. დაანონსებული ნაბიჯები ავლენს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც თვითონვე შეიყვანა განვლილი 4 წლის განმვალობაში გადადგმული ასეთი არაკომპეტენტური და უგუნური ნაბიჯებით", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.